მოზაიკო ტერასა სულ სხვანაირ, თუმცა ისეთივე დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას გთავაზობთ, როგორსაც რესტორნის აზიური ნაწილი. ტერასას საავტორო კოქტეილებისა და ევროპული, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი კერძების მოზაიკური ვერსიის დასაგემოვნებლად უნდა ეწვიოთ. თბილისური ხედები, DJ-ს live set-ები და ფერადი ბარი ზაფხულის ტერასულ საღამოებს აუცილებლად სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.
მოზაიკოს გული მისი გუნდია - მზარეულები, ბარმენები და მასპინძლები, რომლებიც სტუმრობზე ზრუნავენ და თქვენი სტუმრობისას ყველა დეტალს ითვალისწინებენ. აქ ყველა კერძი რესტორნისთვის დამახასიათებელი, უზადო ტექნიკითა და ინგრედიენტის პატივისცემით იქმნება. სწორედ ამ კულინარიული ოსტატობისა და გულთბილი მასპინძლობის ნაზავია ის, რაც მოზაიკოს გამოარჩევს.